Share


ქართული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე

2017-04-22 22:22:41

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ვაჟთა შორის მძიმე წონის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები გურამ თუშიშვილი და ადამ ოქრუაშვილი შეხვდნენ. ამ ევროპის ჩემპიონატზე ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენლები გავიდნენ. გამარჯფვება ახალგაზრდა თუშიშვილს დარჩა, რომელმაც კარიერაში უფროსებს შორის პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიიონატის მედალი.

ბრინჯაოს მედალი -90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა.