Share


მარიამ ჭანტურიამ ევროპის თასი მოიგო

2017-04-10 15:26:33

მარიამ ჭანტურია ევროპის თასის გამაჯვებული გახდა. ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გამართულ შეჯიბრში კადეტთა შორის ჭანტურიამ -63 კგ წონით კატეგორიაში იმარჯვა. ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა დაამარცხა გერმანელი, უკრაინელი, ბრიტანელი და ლუქსემბურგელი მეტოქეები, ფინალში კი კვლავ გერმანიის წარმომადგენელს სძლია. მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე კადეტთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ევროპის თასი კარიერაში პირველად მოიგო.

ამავე ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა კადეტთა შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა სოფიო სომხიშვილმა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მძიმე წონაში მოიგო.

შედეგები