Share


ადამ ოქრუაშვილმა თბილისის გრან პრი მოიგო

2017-04-03 09:38:24

ადამ ოქრუაშვილი (+100კგ) თბილისის გრან პრის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკო დაამარცხა.

უშანგი მარგიანმა (-90კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.