Share


თბილისის გრან პრი 2017

2017-03-17 13:47:22

31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით თბილისი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გასამართ ძიუდოს გრან პრი 2017-ს უმასპინძლებს. თბილისის გრან პრი ოლიმპიურ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართება, სადაც მონაწილეობას 39 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მიიღებს.

იხილეთ ინფორმაცია გრან პრის შესახებ

მედიის წარმომადგენლებმა თბილისის გრან პრის აკრედიტაციის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიარონ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტზე. 

მათ ვისაც ამ საიტის მეშვეობით წინა წლებში უკვე მიღებული აქვს მსგავსი აკრედიტაცია, 2017 წლის თბილისის გრან პრიზე დასარეგისტრირებლად უნდა შევიდნენ სარეგისტრაციო სისტემაში უკვე გამოყენებული მეილის მეშვეობით და ამგვარად დარეგისტრირდნენ  - 


1) რეგისტრაცია წინა წლებში დარეგისტრირებულთათვის 


ხოლო მათ ვინც პირველად რეგისტრირდება, უნდა შეავსონ ყველა სავალდებულო ველი შემდეგ მისამართზე - 
 

2. პირველადი რეგისტრაციისთვის


რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მითითებულ მეილზე გამოგიგზავნით შეტყობინებას.

რეგისტრაცია გრძელდება 28 მარტამდე

აკრედიტაციები გაიცემა ტურნირის დაწყების წინა დღეს, 30 მარტს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართება სასტუმრო ჰოლიდეი ინში 14:00 საათზე.

დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს - 2235433