Share


გურამ თუშიშვილი გრან სლემის გამარჯვებულია

2017-03-12 22:18:02

გურამ თუშიშვილი ბაქოს გრან სლემის გამარჯვებული გახდა. 22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ასეთი რანგის ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო. +100კგ წონით კატეგორიაში ტურნირის მოსაგებად მას ოთხი შეხვედრის მოგება დასჭირდა. მათ შორის ისეთ ძლიერ და ტიტულოვან ძიუდოისტებთან, როგორებიც არიან ორგზის ოლიმპიური პრიზიორი ბრაზილიელი რაფაელ სილვა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი უნგრელი ბარნა ბორი.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ონისე ბუღაძე. ხოლო -90 კგ წონით კატეგორიაში  - უშანგი მარგიანი.

საქართველოს ნაკრებმა ბაქოს გრან სლემზე ასპარეზობა 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეჯიბრის პირველ დღეს ბრინჯაოსმედალოსანი ლაშა გიუნაშვილი (-66კგ) გახდა.