Share


1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო პარიზში

2017-02-12 23:57:13

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე გამოსვლა 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ვერცხლის მედალი -81კგ წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილმა მოიპოვა, რომელიც 5 შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში გავიდა, სადაც დამატებით დროში წააგო ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა (-60კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა თავისთვის ახალ წონით კატეგორიაში -100კგ-ში. ამირან პაპინაშვილის კარიერაში ეს პარიზის გრან სლემზე მოპოვებული მეექვსე მედალია, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა ამ ტურნირზე მედალი ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოსმედალოსნებმა ტურნირზე მხოლოდ მომავალ გამარჯვებულებთან იაპონელებთან წააგეს და სამივემ მეოთხედფინალში.

მეხუთე ადგილზე გავიდნენ ბექა ღვინიაშვილი (-90კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ).