Share


საქართველოს 2016 წლის საკლუბო ჩემპიონატი

2016-12-26 13:35:34

26 დეკემბერი 2016, თბილისი, ძიუდოს აკადემია

დასრულდა საქართველოს 2016 წლის საკლუბო ჩემპიონატი, რომლის ფინალური ეტაპის საპრიზო ფონდი 160 ათასი ლარი იყო. გამარჯვებული გახდა გუნდი „ლომჭაბუკი“, რომელმაც ფინალში დაამარცხა „მებრძოლი 2015“. გამარჯვებულ გუნდს პრიზად 70 ათასი ლარი გადაეცა. მეორე ადგილზე გასულს - 50 ათასი ლარი. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „დურმიშხანმა“ მოუგო “ლიდერს“ და 30 ათასი ლარის მფლობელი გახდა. „ლიდერს“ 10 ათასი ლარი შეხვდა.

გუნდები კენჭისყრის მიხედვით დაწყვილდნენ. ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ლიდერი“- „მებრძოლი 2015“ და „დურმიშხანი“-„ლომჭაბუკი“. გამარჯვებულმა გუნდებმა ფინალში იასპარეზეს, დამარცხებულებმა - მესამე ადგილისთვის.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი გაზაფხულზე დაიწყო და მასში შვიდი გუნდი მონაწილეობდა. გუნდები საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა. წინასწარი ეტაპი წრიული სისტემით ჩატარდა, რის შემდეგაც ოთხმა საუკეთესო გუნდმა ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

1. ლომჭაბუკი

2. მებრძოლი 2015

3. დურმიშხანი

4. ლიდერი