Share


მჭედლიშვილი და ღვინიაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ

2016-11-12 16:34:53

კობა მჭედლიშვილი და ბექა ღვინიაშვილი ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.

კობა მჭედლიშვილი -81კგ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში გავიდა, სადაც იტალიელი ანტონიო ესპიზიტო დაამარცხა. ფინალამდე ასევე ოთხი შეხვედრა მოიგო ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც ფინალში ბელარუს იგორ ვარაპაევთან გაიმარჯვა.

შედეგები