Share


დავით ქევხიშვილი კვლავ ფედერაციის პრეზიდენტია

2016-09-30 13:10:52

დავით ქევხიშვილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად ახალი ოთხწლიანი ვადით აირჩიეს. ძიუდოს ფედერაციის ყრილობას, რომელიც სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ჩატარდა 36 დელეგატიდან 30 ესწრებოდა. დავით ქევხიშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. დამსწრე დელეგატებმა მის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. პრეზიდენტად არჩევამდე დავით ქევხიშვილმა დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს თავისი ოთხწლიანი მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა. ყრილობამ, პრეზიდენტის წარდგინებით, პირველ ვიცე-პრეზიდენტად დავით ხახალეიშვილი დაამტკიცა, ვიცე-პრეზიდენტებად - ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი და ცეზარ ჩოჩელი, ხოლო გენერალურ მდივნად - გიორგი ათაბეგაშვილი. დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობა.