Share


საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

2016-09-18 18:40:03

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია!!! ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა აზერბაიჯანის ნაკრები დაამარცხეს. მანამდე სძლიეს რუმინეთის, ავსტრიისა და რუსეთის ნაკრებებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამივე ასაკის ნაკრები (კადეტები, ახალგაზრდები, უფროსები)  წლეულს ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

შედეგები