Share


ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური პრიზიორია

2016-08-09 09:20:02

ლაშა შავდათუაშვილმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე -73კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ისრაელის წარმომადგენელი საგი მუკი დაამარცხა. 

ლაშა შავდათუაშვილი ქართული ძიუდოს ისტორიაში, შოთა ჩოჩიშვილის შემდეგ, გახდა მეორე ძიუდოისტი, რომელსაც მედალი ორ ოლიმპიადაზე აქვს მოპოვებული. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ის ჩემპიონი -66კგ წონით კატეგორიაში გახდა.

შედეგები