Share


საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

2016-07-03 15:44:58

საქართველოს ვაჟთა კადეტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრელი თანატოლები 5-0 დაამარცხეს. ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ასევე 5-0 მოუგო  აზერბაიჯანსა და თურქეთს, ხოლო ნახევარფინალში რუმინეთს 4-1 სძლია. ბრინჯაოს მედლები საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებებმა მოიპოვეს. საქართველოს ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

ინდივიდუალურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონის ტიტული საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) მოიპოვა. გარდა ამისა, ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე კიდევ 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ საბა გრიგალაშვილი (-60კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ალეკო მამიაშვილმა (-66კგ), გიორგი ჩიქოვანმა (-90კგ) და ნიკა დონღვანმა (+90კგ).

შედეგები - გუნდური

შედეგები - ინდივიდუალური