Share


2 მედალი პირველ დღეს

2016-07-01 16:11:10

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 2 მედალი მოიპოვა. -60კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი საბა გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც 4 შეხვედრის მოგების შემდეგ მხოლოდ ფინალი დათმო. ხოლო ბრინჯაოს მედალი -66კგ-ში ალეკო მამიაშვილმა დაისაკუთრა. მესამე ადგილისთვის შეხვედრა წააგო ნატალია ყიფშიძემ (48კგ). მათ გარდა, დღეს საქართველოს ნაკრებიდან ოთარ ტალახაშვილმა (-55კგ) და ნინო მგელაძემ (-52კგ) იჭიდავეს. 2 ივლისს ტატამზე ვაჟთა ნაკრების 7, ხოლო გოგონათა ნაკრების 6 წევრი გავა.