Share


კაციაშვილის ბრინჯაო გრან პრიზე

2016-06-26 09:38:28

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გიორგი კაციაშვილმა ბუდაპეშტში გრან პრიზე -73კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან მსოფლიო რეიტინგის მე-14 პოზიციაზე მყოფი გერმანელი იგორ ვანდტკე დაამარცხა. გიორგი კაციაშვილისთვის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში უფროსებს შორის ეს კარიერაში პირველი მედალია.