Share


2 ოქრო და 2 ბრინჯაო ალმატიში

2016-05-15 15:36:32

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ალმატის გრან პრიზე გამოსვლა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნუგზარ ტატალაშვილმა (-73კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ).

ლაშა შავდათუაშვილმა ფინალში ჩეხი იარომირ იეჟეკი მტკივნეულით დაამარცხა. ფინალამდე კი ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო. ნუგზარ ტატალაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგ პიერ დუპრას სძლია.

ადამ ოქრუაშვილმა ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს უშანგი კოკაურს აჯობა. ლევან მატიაშვილი ნახევარფინალში ადამ ოქრუაშვილთან დამარცხდა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ლამაზი გდებით გაიმარჯვა ტუნისელ ფაისელ ჯაბალასთან.