Share


"ოქროს ლიგა" 2016

2016-05-12 08:04:26

ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ჭაბუკთა საკლუბო ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" გამარჯვებული გახდა თბილისის "შევარდენი-2005", რომელმაც ფინალში 3-2 დაამარცხა თბილისის "ლიდერი". 
ჭაბუკთა შორის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი მეოთხედ ჩატარდა და ოთხივე ჩემპიონატის ფინალში „შევარდენი-2005“ -მა „ლიდერი“ დაამარცხა.  
მესამე ადგილზე გავიდნენ გორის „ვიპ ძიუდო“ და თბილისის „მებრძოლი 2015“. „ვიპ ძიუდომ“ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გურჯაანის  „გლადიატორი“ დაამარცხა, ხოლო „მებრძოლი 2015“-მა ქარელის „დურმიშხანი“. 
მეშვიდე ადგილები დაიკავეს გორის „ლომჭაბუკმა“ და დუშეთის „არაგველებმა“.  აღსანიშნავია, რომ „ოქროს ლიგაში“  ჩატარებული თერთმეტი შეხვედრიდან ცხრა ანგარიშით 3-2 დამთავრდა.
„ოქროს ლიგის“ საპრიზო თანხა 210 ათასი ლარის გუნდებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
„შევარდენი-2005“ – 50 ათასი ლარი, „ლიდერი“ – 40 ათასი ლარი, ბრინჯაოს პრიზიორებს „ვიპ ძიუდოს“ და „მებრძოლი 2015“-ს – 30-30 ათასი ლარი შეხვდათ. მეხუთე ადგილზე გასულებმა „გლადიატორმა“ და „დურმიშხანმა“ 20-20 ათასი ლარი მიიღეს. ხოლო მეშვიდე ადგილზე გასული გუნდები, რომლებმაც ჩატარებული ორივე შეხვედრა წააგეს  10-10 ათასი ლარით დასაჩუქრდნენ.
საქართველოს 2016 წლის საკლუბო ჩემპიონატში სულ მონაწილეობა მიიღო 39-მა კლუბმა. წინასწარი ეტაპის შემდეგ გამოვლინდა 8 საუკეთესო, რომლებმაც „ოქროს ლიგაში“ იასპარეზეს. 

შედეგები