Share


ბექა ღვინიაშვილი გრან სლემის გამარჯვებულია

2016-05-08 16:43:12

ბექა ღვინიაშვილი -100კგ წონით კატეგორიაში ბაქოს გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა თავისი ჭიდაობით ამ დღეს გულგრილი არავინ დატოვა. მან შესანიშნავად ჩაატარა ექვსივე შეხვედრა. ოქროს მედლისკენ გზაზე დაამარცხა ძიუდოისტები, რომლებიც ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების მედლებს და ამ წონაში კარიერაში პირველად მოიგო გრან სლემი. ამ გამარჯვებით მან პრაქტიკულად გაინაღდა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

შედეგები