Share


საქართველო ევროპის ჩემპიონია!

2016-04-24 20:45:04

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია ! 
2016 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების დამარცხებით საქართველომ კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტული ისტორიაში მერვედ მოიპოვა.
ჩვენმა ნაკრებმა საუცხოოდ ჩაატარა ოთხივე შეხვედრა, ერთმანეთის მიყოლებით სძლია უნგრეთის (5:0), საბერძნეთის (4:1), პოლონეთის (4:1) და მასპინძელი რუსეთის (3:2) გუნდებს და ევროპაში უძლიერესის სახელი დაიბრუნა.
ვულოცავთ ბიჭებს, მწვრთნელებს და მთლიანად ქართული ძიუდოს დიდ ოჯახს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას !