Share


ოქრო და ბრინჯაო მესამე დღეს

2016-04-23 20:29:42

ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია! შეჯიბრის მესამე დღეს რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. -90კგ წონით კატეგორიაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც მესამედ გახდა  ევროპის ჩემპიონი. სულ კი მის კარიერაში ეს ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული ზედიზედ მერვე მედალია, რითაც ის ვაჟებს შორის ევროპის რეკორდსმენია.

ევროპის ჩემპიონატზე უფროსებს შორის თავისი პირველი მედალი მოიპოვა ლევან მატიაშვილმა. მძიმე წონაში მან მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში ასპარეზობა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ესტერ სტამი, ლაშა შავდათუაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ ნუგზარ ტატალაშვილი და ლევან მატიაშვილი. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის მედლების მიხედვით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.