Share


ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

2016-04-21 18:21:15

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია!
გორის ძიუდოს სკოლის აღზრდილმა 22 წლის ქარელელმა სპორტსმენმა კარიერაში პირველ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და პირველივე ჯერზე ოქროს მედალი მოიპოვა. 
მარგველაშვილმა ჩემპიონობისკენ გზად ხუთი ბრძოლა გამართა. დამაჯერებლად დაამარცხა ტურნირის პირველი ნომერი შერშანი, ასევე მასპინძლთა ოლიმპიური ჩემპიონი გალსტიანი, სხვა ძლიერი ძიუდოისტები და დამსახურებულად იპირველა. 
ვულოცავთ ვაჟას და მის აღმზრდელ მწვრთნელებს ამ დიდ წარმატებას !

შედეგები