Share


ბექა ღვინიაშვილის პირველი გრან პრი -100კგ-ში

2016-04-03 21:01:10

ბექა ღვინიაშვილი -100კგ წონით კატეგორიაში სამსუნის გრან პრის გამარჯვებული გახდა. ამ გამარჯვებით ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგს მან კიდევ 300 ქულა შემატა და უკვე ხვდება სალიცენზიო ზონაში. ბექა ღვინიაშვილმა სამსუნის გრან პრი კარიერაში მეორედ მოიგო. პირველი გამარჯვება მან  2014 წელს -90კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

+100კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ლევან მატიაშვილმა. მან მხოლოდ ფინალი დათმო ტედი რინერთან. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ადამ ოქრუაშვილი.