Share


საკლუბო ჩემპიონატი 2016

2016-03-16 14:56:24

დასრულდა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის პირველი ეტაპი უმცროს ჭაბუკთა შორის, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 39 კლუბი მონაწილეობდა. გამოვლინდა ის 8 კლუბი, რომელიც უმცროს ჭაბუკთა „ოქროს ლიგაში“ იასპარეზებს. ეს კლუბებია:

შევარდენი-2005 (თბილისი)

გლადიატორი (გურჯაანი)

ლიდერი (თბილისი)

მებრძოლი-2015 (თბილისი)

ვიპ ძიუდო (გორი)

დურმიშხანი (ქარელი)

ლომჭაბუკი (გორი)

არაგველები (დუშეთი)

გარდა ამისა, პირველი შვიდი კლუბის სახელით უკვე დაკომპლექტებული გუნდები გამოვლენ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე უფროსებს შორის. უფროსების საკლუბო ჩემპიონატის პირველი და მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება 10 აპრილს ძიუდოს აკადემიაში.

შედეგები - ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი 2000-2001 წლებში დაბადებულთა შორის

უფროსების საკლუბო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები