Share


ბექა ღვინიაშილის გამარჯვება არგენტინაში

2016-03-13 19:19:03

ბექა ღვინიაშვილმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო. ამჯერად, მან არგენტინის დედაქალაქში ბუენოს-აირესში პანამერიკის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. ღვინიაშვილმა ფინალში ესტონელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა, ისევე, როგორც ერთი კვირის წინ პერუში გამართულ ანალოგიურ ტურნირში.  არგენტინაში გამარჯვებით ბექა ღვინიაშვილს ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგში კიდევ 100 ქულა შეემატა და იგი თანდათან უახლოვდება სალიცენზიო ზონას. მომდევნო შეჯიბრი, სადაც ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებს, თბილისში 25-27 მარტს გასამართი გრან-პრი იქნება.

შედეგები