Share


ზონალური წარმომადგენლების არჩევნები - დასავლეთში 13 აპრილი, აღმოსავლეთში 15 აპრილი

2016-03-11 10:41:43

13 აპრილს ქუთაისში გაიმართება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის დასავლეთ საქართველოს ზონალური წარმომადგენლის არჩევნები.

კანდიდატებმა ზონალური წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად,  არჩევნებამდე 15  დღით ადრე უნდა გააკეთონ წერილობითი განაცხადი საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციაში. ხოლო არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა მწვრთნელებმა არჩევნებამდე  10  დღით უნდა გააკეთონ წერილობითი განაცხადი არჩევნებში ხმის უფლების მქონე დელეგატად დარეგისტრირების  თაობაზე.

აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური წარმომადგენლის არჩევნები გაიმართება 15 აპრილს თბილისში ძიუდოს აკადემიაში.

დებულება ზონალური წარმომადგენლობების შექმნისა და საქმიანობის შესახებ