Share


საკლუბო ჩემპიონატისთვის გუნდები დაკომპლექტდა

2016-02-26 13:33:20

საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაკომპლექტთა გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს 2016 წლის საკლუბო ჩემპიონატში. 16 მარტს გასამართი ჭაბუკთა საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვევა, თუ რომელი კლუბის სახელით გამოვლენ ახლადდაკომპლექტებული გუნდები საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე და ვინ იქნებიან მათი მწვრთნელ-მენეჯერები. გუნდები დაკომპლექტდა საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატისა და 2016 წლის 24 თებერვალს გამართული საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით. შვიდივე გუნდში სხვადასხვა წონით კატეგორიაში არის საქართველოს ჩემპიონი, ვერცხლის პროზიორი, ბრინჯაოს პრიზიორები და მეორე დონის ჩემპიონატის პრიზიორები. თუ სხვადასხვა მიზეზით რომელიმე მათგანის მონაწილეობა საკლუბო ჩემპიონატში არ მოხერხდა, მაშინ ასეთი ძიუდოისტის ადგილს დაიკავებს ძიუდოისტი რეზერვიდან. თუ ასეთი ძიუდოისტების რაოდენობა ერთზე მეტი იქნება, მაშინ მათ ადგილს დაიკავებენ ძიუდოისტები დამატებითი რეზერვიდან.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდება და დაიწყება აპრილის პირველ კვირაში. პირველ საშეჯიბრო დღეს გაიმართება პირველი და მეორე ტურის შეხვედრები. სულ ჩატარდება 6 ტური. შედეგების მიხედვით გამოვლინდება ოთხი საუკეთესო კლუბი, რომელიც შემოდგომაზე ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

გუნდების შემადგენლობები და რეზერვი