Share


ავთანდილ ჭრიკიშვილმა პარიზის გრან სლემი მოიგო

2016-02-07 19:32:20

ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ვარლამ ლიპარტელიანმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც -81კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი, ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში გავიდა, სადაც ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანის შემდეგ, გახდა მეორე ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ეს პრესტიული ტურნირი მეორედ მოიგო. თავად ვარლამ ლიპარტელიანმა (-90კგ) კი, ამჯერად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი ყველა შეხვედრაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ერთადერთი დასანანი მარცხი კი მეოთხეფინალში ფრანგ ალექსანდრ იდირთან შეხვედრის ბოლო წამზე დაშვებული შეცდომის გამო იწვნია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან კიდევ ერთი ფრანგი ლუდოვიკ გობერი დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხდნენ ნუგზარ ტატალაშვილი (-73კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ)