Share


ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო სოფიაში

2016-01-31 21:49:22

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე თითო ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებუილი გიორგი პაპუნაშვილი გახდა, რომელმაც ოქროს მედალი -81კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. -73კგ-ში ვერცხლის მედალს დაეუფლა გიორგი კაციაშვილი, ხოლო მესამე ადგილზე ლაშა ტაველური (-100კგ) გავიდა