Share


მარგველაშვილის ბრინჯაო კუბაში

2016-01-23 05:47:15

ვაჟა მარგველაშვილმა -66კგ წონით კატეგორიაში ჰავანაში მიმდინარე გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი შეჯიბრში სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ნახევარფინალში დამარცხდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კი გერმანელ სებასტიან საიდლს სძლია.

მარგველაშვილმა ზედიზედ მეორე ტურნირში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მან  წინალ კვირას მესამე ადგილი ტუნისში აფრიკის ღია პირველობაზე დაიკავა, რისთვისაც სარეიტინგო 40 ქულა გამოიმუშავა. კუბაში დაკავებული მესამე ადგილისთვის კი მისი სარეიტინგო მონაგარი 120 ქულაა.

შედეგები