Share


ქართული დღე ევროპაში

2015-12-19 22:08:08

ქართული კლუბების გამარჯვებით დასრულდა ვენასა და თბილისში გამართული საკლუბო ჩემპიონატები.

ვენაში გამართულ "ოქროს ლიგაში" ევროპის საუკეთესო კლუბი "მებრძოლი" გახდა, რომელმაც ფინალში გერმანიის "აბენსბერგი" დაამარცხა.

თბილისში კი გაიმართა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, სადაც გამარჯვება "საგარეჯოს" დარჩა, ხოლო "შევარდენი-2005" მესამე ადგილზე გავიდა, შესაბამისად ამ ორმა კლუბმა მომავალ წელს "ოქროს ლიგაში" ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ამ ლიგაში მოასპარეზე 8 კლუბიდან 3 ქართული იქნება.