Share


ირაკლი კუპატაძის ბრინჯაო მსოფლიოზე

2015-10-23 17:47:02

ირაკლი კუპატაძემ აბუ-დაბიში მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის -55კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან შეჯიბრში ჯამში ოთხი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან ყაზახ მაგჟან შამშადინთან წააგო ნახევარფინალი. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ირაკლი კუპატაძემ რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძე დაამარცხა.