Share


ლიპარტელიანის ოქრო პარიზში

2015-10-18 20:18:44

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან მასპინძელთა ფავორიტი ალექსანდრ იდირი დაამარცხა. ლიპარტელიანმა ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო და ოთხივე იპონით. ფინალში გამარჯვებას კი მან დამატებით დროში მიაღწია. ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრან სლემი კარიერაში მეორე მოიგო და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც პარიზის პრესტიჟული ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული.პირველად მან აქ 2013 წელს იმარჯვა. ფინალში იგი აქ შარშანაც გავიდა, მაგრამ ტრავმის გამო ვეღარ იასპარეზა.

შედეგები