Share


სტამის ვერცხლი გრან პრიზე

2015-10-02 21:28:28

საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ესტერ სტამმა ტაშკენტის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ის ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონთან სამხრეთ კორეელ სეონგიონ კიმთან დამარცხდა. ტაშკენტში ასპარეზობით ესტერ სტამს მსოფლიო რეიტინგში 180 ქულა შეემატა და დაგროვილი ქულებით ის ხვდება ზაფხულის 2016 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ზონაში