Share


ფედერაციის აღმასკომი და საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ახალი სისტემა

2015-09-30 15:00:42

დღეს გაიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. აღმასკომის წევრებმა  მოიწონეს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის წარმოდგენილი ახალი პროექტი „ერთად აღვზარდოთ მომავალი ჩემპიონები“, რომელიც ითვალისწინებს რეგიონებში მოვარჯიშე ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის ერთობლივი წვრთნების მოწყობას თბილისში ძიუდოს აკადემიაში.

აღმასკომმა იმსჯელა საქართველოს ჩემპიონატის ახლებური სისტემის შესახებ და გადაწყდა, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩატარდება შესარჩევი ტურნირები 2015 წლის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

დებულება 2015 წლის  საქათველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მქონე სპორტსმენების განსაზღვრის  შესახებ

განაცხადის ფორმა

პროექტი "ერთად  აღვზარდოთ მომავალი  ჩემპიონები"