Share


კიდევ 2 ოქრო

2015-09-19 21:33:14

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ბექა ღვინიაშვილი (-90კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ).

აღსანიშნავია, რომ ბექა ღვინიაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო და ამ ჩემპიონატზე ეს მისი ზედიზედ მეოთხე მედალია, რაც მედლების ხარისხითა და რაოდენობით ევროპული ძიუდოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.

გურამ თუშიშვილმა კი, რომელიც ჩვეულებრივ -100კგ-ში ასპარეზობს ხოლმე, გამარჯვება მისთვის უჩვეულო +100კგ-ში მოიპოვა. გურამ თუშიშვილი მეორედ გახდა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი,  ამ შეჯიბრზე მას კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ინდივიდუალური შედეგების მიხედვით, ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა