Share


1 ოქრო და 2 ბრინჯაო პირველ დღეს

2015-09-18 21:19:27

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი -73კგ წონით კატეგორიაში თამაზ კირაკოზაშვილი გახდა, რომელიც ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში გავიდა. იქ კი სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი კაციაშვილმა, ხოლო თორნიკე ნაგლიაშვილმა ბრინჯაოს მედალი -60კგ-ში ირგუნა.

19 სექტემბერს ვაჟები კიდევ 4 წონაში -81კგ, -90კგ, -100კგ და +100კგ-ში იასპარეზებენ. ტატამზე საქართველოს ნაკრების 5 წევრი გავა.