Share


გუნდური ბრინჯაო მსოფლიოზე

2015-08-30 16:40:29

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხეს. მანამდე სძლიეს ტუნისს, დამარცხდნენ მონღოლეთთან და რეპეშაჟში მოუგეს რუსეთს.

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს მედლის გარეშე არ ტოვებს. 2012 და 2014 წლებში ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 2013 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ