Share


ლიპარტელიანის ბრინჯაო მსოფლიოზე

2015-08-28 16:29:11

 ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებისთვის ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს პირველი მედალია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლიპარტელიანმა თანაგუნდელი ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა. მანამდე სძლია არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე მარჩიტანს, ამერიკელ ლარსენს, ფრანგ იდირს, მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან სამხრეთ კორეელ დონ ჰან გვაკთან, რეპეშაჟში მოუგო გერმანელ ჰილდებრანდს და ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

ბექა ღვინიაშვილმა კი შეჯიბრი კარგად დაიწყო და ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო. მან დაამარცხა უკრაინელი ნჰაბალი, პოლონელი ციეხომსკი, სერბი კუკოლჟი და იაპონელი ბეიკერი, ნახევარფინალში დამარცხდა რუს დენისოვთან, მესამე ადგილისთვის კი ლიპარტელიანს შეხვდა.

ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი ზედიზედ მესამედ მოიპოვა. აქამდე მის ანგარიშზე ვერცხლი  და ბრინჯაო იყო.