Share


მესამე ადგილი გუნდურში

2015-08-11 11:26:18

საქართველოს ვაჟთა კადეტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენმა ბიჭებმა ერთნაირი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს ჯერ ავსტრალია, შემდეგ საფრანგეთი, ნახევარფინალში რუსეთთან 2-3 დამარცხდნენ, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისევ 5:0 სძლიეს ყაზახეთს.

ქართველმა გოგონებმა 2-3 წააგეს საფრანგეთთან და შეჯიბრს გამოეთიშნენ.

ჩემპიონი, როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა შორის, იაპონიის ნაკრები გახდა

შედეგები