Share


ხუბაშვილის ბრინჯაო

2015-08-05 18:26:05

ვანო ხუბაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტთა შორის -55კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ბრაზილიელი რენან ტორესი დაამარცხა.

გიორგი ნიაზაშვილმა -50კგ-ში მესამე ადგილისთვის შეხვედრა წააგო. ამავე წონაში ზურაბ კახნიაშვილი შეჯიბრს პირველ წრეში გამოეთიშა