Share


ოქრო და ბრინჯაოს ბოლო დღეს

2015-08-01 18:42:55

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბოლო დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კიდევ 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფესტივალის გამარჯვებული გახდა ონისე სანებლიძე, რომელმაც 90კგ წონით კატეგორიაში იმარჯვა. ბრინჯაოს მედალი კი +90კგ-ში გელა ზაალიშვილმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლუმპიურ ფესტივალზე ჯამში 4 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალა, რაც ფესტივალების ისტორიაში ჩვენი ძიუდოისტებისთვის საუკეთესო შედეგია.

ფესტივალის ჩემპიონები გახდნენ: რობინზონ ბეგლარაშვილი, მზია ბებოშვილი, ეთერ ლიპარტელიანი და ონისე სანებლიძე. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ზურაბ კახნიაშვილმა, თემურ ნოზაძემ, ნატალია ყიფშიძემ, ბაგრატ ნინიაშვილმა და გელა ზაალიშვილმა.