Share


3 მონაწილე - 3 მედალი

2015-07-29 17:53:48

შეჯიბრის მეორე დღეს ტატამზე საქართველოს ნაკრების სამი ძიუდოისტი გავიდა და სამივემ მედალი მოიპოვა. ჩემპიონი -60კგ წონით კატეგორიაში გახდა რობინზონ ბეგლარაშვილი, რომლის მიერ მოპოვებული ოქროს მედალი საქართველოს დელეგაციისთვის ამ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი ოქროა. -48 კგ-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნატალია ყიფშიძემ, რომელიც ფესტივალების ისტორიაში გახდა მეორე ქართველი მედალოსანი გოგონა (პირველი მედალი მარიამ ჯანაშვილმა  2013 წელს მოიპოვა). -66კგ-ში მესამე ადგილზე გავიდა ბაგრატ ნინიაშვილი