Share


დავით ქევხიშვილის ინიციატივა

2015-07-01 15:21:29

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ადვოკატ როინ მიგრიაულთან ერთად, ძიუდოს ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ყოფილი სპორტსმენებისთვის სახელმწიფო დახმარებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით „სპორტის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რის შემდეგაც ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები კარიერის დასრულების შემდეგ სახელმწიფოსგან მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას. დავით ქევხიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს სპორტსმენების მიღწევებზე და ხელს შეუწყობს სპორტის პროპაგანდას. როინ მიგრიაულის აზრით, კანონპროექტის ყველაზე დიდი ოპონენტები შეიძლება იყვნენ ფინანსისტები, მაგრამ თანხა, რომელიც ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ უნდა გამოიყოს სპორტსმენთა დახმარებისთვის, არ არის ისეთი დიდი, რომ ამ კანონს უარი ეთქვას. ეს თანხა წელიწადში დაახლოებით 1-1,2 მილიონი ლარი იქნება.

ცვლილებები კანონმდებლობაში

განმარტებითი ბარათი