Share


პაპინაშვილის ბრინჯაო

2015-06-25 20:11:39

ამირან პაპინაშვილი პირველი ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ახალგაზრდებს შორის შარშანდელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა.  პაპინაშვილი -60კგ-ში მეორე ნომრად იყო განთესილი, ამიტომ პირველ წრეში დაისვენა. შეჯიბრი კი მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენლის არტიომ არშანსკის ძლევით დაიწყო. მეოთხედფინალში ახლოს იყო გამარჯვებასთან ჰოლანდიელ იეროენ მოორენთან დაპირისპირებაში, მაგრამ ბოლო წამებზე დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. აქ კი გერმანელ ტობიაშ ენგლმაიერს სძლია. ამ დღეს საქართველოს ნაკრების მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა იასპარეზა.