Share


ონისე ბუღაძემ ევროპის ღია პირველობა მოიგო

2015-05-31 20:07:10

ონისე ბუღაძე რუმინეთში ევროპის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. +100კგ წონითი კატეგორიის  ფინალში მან მსოფლიოს რეიტინგში მე-10 პოზიციაზე მყოფი რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა და რუმინელებს ამ საშინაო შეჯიბრში ვაჟთა შორის ერთადერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი წაართვა. მანამდე კი ბუღაძემ სამი შეხვედრა მოიგო, მათ შორის პირველ წრეში მსოფლიოს რეიტინგში მე-15 პოზიციაზე მყოფ ტურნირში მეორე ნომრად განთესილ კიდევ ერთ რუმინელთან ვლად სიმონესკუსთან. აქამდე ონისე ბუღაძე სერთაშორისო რეიტინგში 138-ე ადგილზე იყო. ამ გამარჯვებით მან საკუთარ რეიტინგს 100 ქულა შემატა.

ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა -66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა. საქართველოს ნაკრებს ამ შეჯიბრში წარმომადგენლები მხოლოდ სამ წონაში -66კგ, -100კგ და +100კგ-ში ჰყავდა.

შედეგები