Share


მარგველაშვილის ბრინჯაო რუმინეთში

2015-05-31 12:29:43

ვაჟა მარგველაშვილმა რუმინეთში ევროპის ღია პირველობაზე -66კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ბრიტანელი ლუის კიბლე დაამარცხა. ამ წონაში ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. სამი მათგანი შალვა ქარდავა, თორნიკე თათარაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი მეოთხედფინალშიც გავიდა, მაგრამ აქ სამივე დაარცხდა. რეპეშაჟში მარგველაშვილმა ქარდავას მოუგო, თათარაშვილმა კი გამარჯვება ვერ მოახერხა.

შედეგები