Share


ბექა ღვინიაშვილმა მასტერსი მოიგო

2015-05-25 00:39:39

ბექა ღვინიაშვილი მაროკოში გამართული მასტერსის გამარჯვებული გახდა. სეზონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მან -90კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო. დაამარცხა სერბი ალექსანდრ კუკოლჟი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი და მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი ესლი გონსალესი. ფინალში კი იაპონელ იუია იოშიდას სძლია და ქართული ძიუდოს ისტორიაში გახდა მეორე ძიუდოისტი, რომელმაც მასტერსი მოიგო. (2013 წელს მასტერსზე ადამ ოქრუაშვილმა გაიმარჯვა)

-81კგ-ში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ავთანდილ ჭრიკიშვილი. საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მაროკოს გრან სლემზე ასპაეზობა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა (ვერცხლი წინა დღით ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა) და იაპონიის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.