Share


ტატალაშვილის ვერცხლი მასტერსზე

2015-05-24 01:09:55

ნუგზარ ტატალაშვილმა -73კგ წონით კატეგორიაში მაროკოში მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მა ჯერ არაბეთის სახელით მოასპარეზე ვიკტორ სკვორტოვი დაამარცხა, შემდეგ ისრაელის სახელით მოასპარეზე საგი მუკი, ნახევარფინალში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს იაპონელ რიკი ნაკაიას სძლია. ფინალში კი დამარცხდა რუს დენის იარცევთან. ნუგზარ ტატალაშვილმა მასტერსის მეორე ადგილით მსოფლიო რეიტინგისთვის 420 ქულა მოიპოვა.

-60 კგ-ში ამირან პაპინაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრა დათმო მსოფლიოს ჩემპიონ მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან.