Share


გოგოჭურის გამარჯვება IBSA თამაშებზე

2015-05-15 16:13:46


ქართველი ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური სამხრეთ კორეაში მიმდიანრე SEOUL 2015 IBSA WORLD GAMES-ის გამარჯვებული გახდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე პარასპორტსმენმა, სეულის ტატამზე 5 ბრძოლა გამართა და ხუთივეში წარმატება იზეიმა. ქართველმა ფალავანმა მეთექვსმეტედფინალში კორეელი ჟუნ ვინ პარკი იპონით დაამარცხა. გოგოჭურმა შემდეგომ ეტაპებზე უკრაინელ ალექსანდრ ნაზარენკოს, კანადელ ტონი სკონვალბს და უზბეკ შიუკარ ატბობევს ასევე სუფთა მოგებით აჯობა, ფინალში კი ბრიტანელ სამუელ ინგრამს დაუპირისპირდა. 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ინგრამმა, ქართველ ძიუდოისტს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ზვიადმა გადამწყვეტი ბრძოლის მოგება მხოლოდ მეტოქის გაფრთხილებით შეძლო. ეს ზვიად გოგოჭურისთვის პარასპორტში პირველი საერთაშორისო ტურნირი გახლდათ და მან დებიუტი ოქროს მედლით აღნიშნა.

Georgian National Paralympic Committee

შედეგები