Share


გოგონების 2 ვერცხლი ევროპის თასზე

2015-05-10 20:31:06

მზია ბებოშვილმა და ეთერი ლიპარტელიანმა რუმინეთში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მზია ბებოშვილმა -52კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, სამი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ფინალი დათმო. ეთერი ლიპარტელიანმა კი -57კგ-ში ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრები დათმეს მარიამ ჭანტურიამ (-57კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+70კგ).  რუმინეთში ევროპის თასზე 28 ქვეყნის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. საქართველოს გოგონათა ნაკრები 10 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი და მათგან მხოლოდ ერთს არ მოუწია ერთზე მეტი შეხვედრის ჩატარება. 

შედეგები