Share


ლუხუმ ჩხვიმიანის ბრინჯაო

2015-05-08 21:16:34

ლუხუმ ჩხვიმიანი ბაქოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ის ამირან პაპინაშვილს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ შეხვედრა არ შედგა და გამარჯვებულად ლუხუმ ჩხვიმიანი გამოცხადდა. მანამდე ჩხვიმიანმა დაამარცხა იან სიკარდი (მონაკო), ალბერთ ოგუზოვი (რუსეთი) და 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი), ნახევარფინალში კი დამარცხდა ფრანგ ვინსენ ლიმართან.